Accessibility links

logo-print

ერევანში აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე


ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე. ისინი პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში გამოსვლასა და ტარიფის გაზრდის უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებისაკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, როგორც ბიბისი ინტერფაქსის კორესპოდენტზე დაყრდნობით წერს, აქციის მონაწილეებმა ვერ გადაწყვიტეს, ვინ უნდა მისულიყო პრეზიდენტთან შეხვედრაზე. ელექტროენერგიის ტარიფის 16 %-იანი ზრდის გამო ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 19 ივნისიდან მიმდინარეობს პერმანენტული აქციები სახელწოდებით „არა ძარცვას!“. 23 ივნისის დილით სომხეთის პოლიციამ მჯდომარე აქცია დაარბია. ზოგიერთი მედიასაშუალება ამ აქციებს „ელექტრომაიდანს“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG