Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი


22 ივნისის 19:00 საათიდან დღემდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 21 გამოძახება შევიდა სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. როგორც "ინტერპრესნიუსი" კრიზისების მართვის საბჭოზე დაყრდნობით იუწყება, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

XS
SM
MD
LG