Accessibility links

logo-print

მექსიკაში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა მექსიკაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრისას. დაწესებულებაში, რომელიც ქალაქ მეხიკალიში, აშშ-ის საზღვართან მდებარეობს, 45 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქის პროკურორის მოადგილის განცხადებით, უკვე დაიწყო გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე.

XS
SM
MD
LG