Accessibility links

logo-print

სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შესახებ კონსლუტაციები უეფა-სთან ხვალ გაიმართება


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 25 ივნისს, 17:30 საათზე კონსულტაციებს გამართავს უეფას სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მასზე შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა ინტერნეტკომპანია biletebi.ge-მ ორი დღის წინ წარმოქმნილი პრობლემები. ამის შესახებ გუშინ უთხრა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ მოგვარდა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა "ბ"-ზე, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის არ ამბობს, რას ითვალისწინებს ალტერნატიული გეგმა. ამასთან, სიჭინავას განცხადებით, biletebi.ge-ის პრობლემის აღმოფხვრაში უეფას მიერ შეთავაზებული ამერიკული კომპანია დაეხმარება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ გუშინ განაცხადა, რომ უეფამ biletebi.ge-ს პრობლემის აღმოსახვრელად 48 საათი მისცა. უეფას სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონისა" და "სევილიის" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG