Accessibility links

logo-print

ისლამურმა სახელმწიფომ პალმირაში ორი უძველესი მავზოლეუმი ააფეთქა


სირიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს დაადასტურა, რომ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლმა დაჯგუფებამ ააფეთქა ორი მავზოლეუმი ქალაქ პალმირას ისტორიული ცენტრის მახლობლად. დამასკის მუზეუმების დეპარტამენტისხელმძღვანელმა, მაამუნ აბდულკარიმმა განაცხადა, რომ ერთ მავზოლეუმში დაკრძალული იყო მუჰამედ ბინ ალი, წინასწარმეტყველ მუჰამედის ნათესავის, იმამ ალის შთამომავალი. მეორე მავზოლეუმში კი სუფისტი სწავლული, ნიზარ აბუ ბაჰაა ედინი იყო დაკრძალული. ის ქალაქში 500 წლის წინ ჩავიდა. ისლამურმა სახელმწიფომ პალმირა ერთი თვის წინ აიღო.

XS
SM
MD
LG