Accessibility links

logo-print

ლევან მურუსიძის განცხადებით, არავითარი ზეწოლა არ მომხდარა „კაბელების საქმის“ მოსამართლეზე


ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელი კატეგორიულად უარყოფს პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაზე დაყრდნობით მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზეწოლის გამო პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა აშშ-ისა და იტალიის საელჩოებს. დავით ჯუღელის პოზიცია დღეს ჟურნალისტებს გააცნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ. "ბატონ დავით ჯუღელთან ინფორმაცია პირადად გადავამოწმე და დავით ჯუღელის სიტყვებით, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მას არავითარი შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან არ ჰქონია, მასზე არავითარი ზეწოლა არ მომხდარა და არც რომელიმე საელჩოში მისულა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით", - განაცხადა ლევან მურუსიძემ. მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევისგან.

XS
SM
MD
LG