Accessibility links

logo-print

რუსეთმა დასავლეთიდან საკვების იმპორტზე აკრძალვის ვადა გააგრძელა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთიდან საკვების იმპორტის აკრძალვა ერთი წლით გააგრძელდება. აკრძალვა შეეხება აშშ-დან, ევროკავშირიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან იმპორტირებული საკვები პროდუქციის უმეტესობას. რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯი პასუხია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, გაეგრძელებინა სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, ფინანსურ და სამხედრო სექტორებზე 2016 წლის იანვრამდე. ევროკავშირმა ასევე ერთი წლით გააგრძელა ინვესტირების აკრძალვა ყირიმში.დასავლეთმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ივლისში დააწესა, ყირიმის ანექსიის და უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერის საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG