Accessibility links

logo-print

თბილისის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელა


დღეს თბილისში დედაქალაქის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ტერიტორიების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება და გაზრდილია საჭირო ტექნიკის რაოდენობაც. "ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვადა, როცა გაწმენდის სამუშაო უნდა დავასრულოთ, ამიტომ პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც დღისით, ისე ღამის საათებში, რათა პირველი ეტაპი, რასაც მდინარე ვერეს ხეობის გაწმენდა ჰქვია, დროულად დავასრულოთ და აღდგენის სამუშაოები დაიწყოს" - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერის ინფორმაციით, გაწმენდილ ტერიტორიებზე გარკვეული აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მათ შორის წყნეთის ქუჩის ცამეტ ნომერთან, სადაც საყრდენი კედელი შენდება. დავით ნარმანიას განცხადებით, აუცილებელია, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდეს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩისკენ საავტომობილო მიმოსვლის აღსადგენად საჭირო სამუშაოები. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯება თბილისის 40-მდე ქუჩის და დედაქალაქის შემოგარენში არსებული, მათ შორის წყნეთი-კოჯრის დაზიანებული გზის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG