Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი ამერიკას ზიანის გამოსწორებას თხოვს


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა მოუწოდა ვაშინგტონს „გააკეთოს ყველაფერი შესაძლებელი, თან სწრაფად, რათა გამოასწოროს ზიანი“, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას მიადგა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა დოკუმენტები ამერიკის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ საფრანგეთში. „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტო უთვალთვალებდა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს და მის ორი წინამორბედს, ნიკოლა სარკოზის და ჟაკ შირაკს 2006-2012 წლებში. მანუელ ვალსმა პარლამენტს უთხრა, რომ აშშ-ის ელჩი საფრანგეთში ჯეინ ჰარტლი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ახსნა-განმარტებებისათვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა კი განაცხადა, რომ საფრანგეთი „არ შეეგუებოდა“ ქმედებებს, რომლებიც მის უსაფრთხოებას დაემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG