Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ხელისუფლებამ გაყინა რუსეთის საბანკო ანგარიშები


საფრანგეთის ხელისუფლებამ მილიონობით ევროს ანგარიშები გაყინა მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც თავის დროზე რუსმა ადვოკატმა სერგეი მაგნიტსკიმ გამოააშკარავა. სერგეი მაგნიტსკი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. პარიზის სასამართლოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წამყვანი გამომძიებელი მოსამართლე რენო ვან რუიმბეკე ხელმძღვანელობს მოსამართლეთა სამკაციამ ჯგუფს, რომელიც იძიებს რუსეთიდან ფულის გათეთრების საქმეს, რომელიც კავშირშია საქმესთან, რომელზეც სერგეი მაგნიტსკი მუშაობდა. გამოძიება საფრანგეთში გასულ წელს დაიწყო მაგნიტსკის დამქირავებლის - საინვესტიციო ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ სარჩელის საფუძველზე. „ჰერმიტიჯმა“ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელშიც დეტალურად არის ასახული რუსეთიდან საფრანგეთსა და ლუქსემბურგში ნაღდი ფულის გადინება, რაც, სავარაუდოდ, მაგნიტსკის მიერ გამოვლენილი 230 მილიონი დოლარის გათეთრების ოპერაციის ნაწილია. მაგტნისკის ყოფილმა დამქირავებელმა ბილ ბრაუდერმა, „ჰერმიტიჯის“ ხელმძღვანელმა, რომელიც რუსეთის დატოვებამდე - 2005 წლამდე - რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, ფრანგ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ თანხის ნაწილი საფრანგეთის გავლით თეთრდებოდა. ბილ ბრაუდერი ჩიკაგოშია დაბადებული. მისი ბაბუა ამერიკის კომუნისტური პარტიის ლიდერი იყო. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მისი კომპანიის შემოწმება დაიწყო, ბრაუდერმა აღმოაჩინა უკანონო ფულის დინება რუსეთის „ჰერმიტიჯიდან“ რამდენიმე მოლდავურ ბანკში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებისა და ბელიზეს, აგრეთვე ევროპის, მათ შორის - საფრანგეთის გავლით. 2012 წელს ბრაუდერმა დაარწმუნა ამერიკელი კანონმდებლები სანქციები დაეწესებინათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, უკავშირდებოდნენ ფულის გათეთრების საქმეს. ბილ ბრაუდერი ახლა ცდილობს სხვა ქვეყნებიც დაარწმუნოს - შეუერთდნენ სანქციებს.

XS
SM
MD
LG