Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია


სომხეთის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო აქცია ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების გამო. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. 24 ივნისი სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების გარეშე დასრულდა. დაახლოებით ათი ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი ოთხშაბათს ერევნის ცენტრში, მარშალ ბაგრამიანის პროსპექტზე, სადაც ასობით - უმეტესად ახალგაზრდა აქტივისტი მესამე დღეა აგრძელებს საპროტესტო აქციას და გადაკეტილი აქვს ცენტრალური პროსპექტი. დემონსტრანტების უმრავლესობა შეეცადა თავი აერიდებინა პოლიციასთან მორიგი დაპირისპირებისთვის და პოლიციის მიერ გამწკრივებული კონტეინერების მიღმა დარჩენა არჩია. ათზე მეტი კანონმდებელი, მსახიობი და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ჩადგა. აქცია მშვიდობიანად გრძელდება, თუმცა, მისი მონაწილეების მოთხოვნა უპასუხოდ რჩება.

XS
SM
MD
LG