Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა შეაჩერეს შეხვედრა საბერძნეთის კრიზისზე


ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა საბერძნეთის კრიზისზე დაწყებიდან ერთ საათში შეწყდა. ევროჯგუფის ხელმძღვანელმა იერონ დიუსელბლუმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრები განწყობილი არიან შეთანხმებისთვის და რომ მოლაპარაკებები 25 ივნისს, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განახლდება. ახლახან საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა გააკრიტიკა საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის მთავრობის ბოლოდროინდელი შეთავაზების მიუღებლობის გამო. საბერძნეთი ჩიხში შევიდა თავის კრედიტორებთან 7,2 მილიარდი ევროს დახმარებაზე მოლაპარაკებებში. ივნისის ბოლომდე ათენმა 1,5 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეფოლტი და სავარაუდოდ, ევროკავშირის დატოვება ემუქრება.

XS
SM
MD
LG