Accessibility links

logo-print

ისლამურმა სახელმწიფომ სირიის რამდენიმე ქალაქს შეუტია


ისლამური სახელწმიფოს მებრძოლებმა იერიში მიიტანეს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჰასაკეზე და, მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიკავეს ქალაქის რამდენიმე უბანი. ჰასაკე სირიის მთავრობის ძალებსა და ქურთ მებრძოლებს აქვთ გაყოფილი. ისლამურმა სახელმწიფომ შეუტია თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ქობანისაც. შეტევა დაიწყო მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებით, რის შედეგადაც დაიღუპა ოცზე მეტი და დაიჭრა 70 ადამიანი. ამის პარალელურად, მეამბოხეთა ალიანსმა მიიტანა იერიში სირიის ხელისუფლების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ დერააზე, რომელიც დამასკის 100 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG