Accessibility links

logo-print

თბილისში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები


სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიანი რეჟიმით გრძელდება მდინარე ვერეს ხეობაში, ზოოპარკში, „მზიურის პარკსა“ და სვანიძის ქუჩაძე. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ „მზიურის“ ტერიტორიიდან ძირითადი მასა უკვე გატანილია, ზოოპარკიდან და სვანიძის ქუჩიდან სტიქიის შედეგად დაგროვილი მასის სრულად გატანას კი კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. ავთანილ სუდაძის თქმით, ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ტერიტორების დასუფთავება და აღდგენა დაიწყება. გაწმენდის სამუშაო გრძელდება ზოოპარკის იმ ვოლიერებთანაც, სადაც მტაცებელი ცხოველები ბინადრობდნენ. გასულ საღამოს ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დაკარგულად მიჩნეული ზოლიანი აფთრის ლეში. კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი.

XS
SM
MD
LG