Accessibility links

logo-print

მაშველები მტკვრის პერიმეტრზე ეძებენ სტიქიის შემდეგ დაკარგულ სამ ადამიანს


მაშველები მდინარე მტკვრის პერიმეტრზე ეძებენ 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ დაკარგულ სამ ადამიანს. სამაშველო სამსახურმა მტკვრის არეალში ძებნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაკარგულების კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს მდინარე ვერეს ხეობაში, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, დაკარგულთა ძებნა მიმდინარეობს თბილისსა და ქვემო ქართლში. ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, საქართველომ დასახმარებლად ოფიციალურად მიმართა აზერბაიჯანსაც, რადგან გამორიცხული არ არის, რომ სტიქიის შემდეგ დაკარგული ადამიანები მტკვარმა აზერბაიჯანისკენ წაიღო. 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად თბილისსა და მის შემოგარენში დაიღუპა 19 ადამიანი, სამი კი დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG