Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაიმართა თინა ხიდაშელისა და მანფრედ ვებერის შეხვედრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დღეს ბრიუსელში შეხვდა ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაჩქარება იყო. "ჩვენ შევასრულეთ ვალდებულებები, ახლა საჭიროა დაჩქარდეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, მანფრედ ვებერმა ევროკავშირს გააქტიურებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოთქვა საქართველოში არსებული მცოცავი ოკუპაციის გამო.

XS
SM
MD
LG