Accessibility links

logo-print

ნატო გამოდის გაფრთხილებით უკრაინაში ბრძოლის ესკალაციის თაობაზე


ნატოს ლიდერი, იენს სტოლტენბერგი 25 ივნისს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კვლავაც რჩება უკრაინაში ბრძოლის ინტენსიფიკაციის საფრთხე და მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა. სტოლტენბერგი ამ განცხადებებით გამოვიდა ბრიუსელში, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის გახსნის წინ. თებერვალში, მინსკში მიღწეული შეთანხმება, რომელიც საფრანგეთის და გერმანიის შუამავლობით გაფორმდა, დიდწილად შენარჩუნდა, მაგრამ ბოლო კვირებში ბრძოლის ესკალაცია აღინიშნება, რაც ძირს უთხრის საზავო შეთანხმებას. კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვმა 6,500-ს გადააჭარბა. „ზავი კვლავ ირღვევა. არსებობს ინტენსიური ბრძოლის განახლების საფრთხეო“ - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა - „რუსეთი განაგრძობს სეპარატისტების მხარდაჭერას წვრთნებით, იარაღით და სამხედრო ძალით. მას დიდი რაოდენობით ძალები ჰყავს განთავსებული უკრაინის საზღვართან ახლოსო“. რუსეთი უარყოფს კონფლიქტში პირდაპირი ფორმით მონაწილეობას. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო კვლავაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ერთგული რჩება და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის „უკანონო და არალეგიტიმურ ანექსირებას“.

XS
SM
MD
LG