Accessibility links

logo-print

სენატმა დაამტკიცა იან კელის კანდიდატურა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე საქართველოში


საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელის კანდიდატურა დაამტკიცა აშშ-ის სენატმა. იან კელი შეცვლის რიჩარდ ნორლანდს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა წელს ზაფხულში ეწურება. აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ელჩი იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში ჩამოსვლას სექტემბრისთვის გეგმავენ. საელჩოს ცნობითვე, რიჩარდ ნორლანდმა იან კელის მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დამტკიცება და საქართველოდან გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. "სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველო და ქართველები მუდამ მერის და ჩემ გულებში დარჩებიან”, - აცხადებს ელჩი ნორლანდი.

XS
SM
MD
LG