Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას შეუერთდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი 27 ივნისს ვენაში ჩავა, რათა შეუერთდეს თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკების გადამწყვეტ ფაზას. ახალი ამბების ოფიციალური სააგენტო IRNA იუწყება, რომ „შაბათს, დილით, [მინისტრი] შეუერთდება თავის მოადგილეებს, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, რათა შემუშავდეს ყოვლისმომცველი შეთანხმება.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი - რომელიც მოლაპარაკებას 26 ივნისს შეუერთდება - ირანს მოუწოდებს იმუშაოს ყველა სადავო საკითხზე. „მათი გადაჭრის გარეშე შეთანხმებას ვერ მივაღწევთო“, განაცხადა კერიმ. ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა ცდილობენ დაიცვან 30 ივნისამდე დაწესებული ვადა და მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც გააქარწყლებს დასავლეთის შიშებს, რომ თეირანი ატომურ იარაღზე მუშაობს. ირანი ამას უარყოფს, თუმცა მას სურს მოიხსნას დასავლეთის მიერ მისთვის ამ შეშფოთების გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები. 23 ივნისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მოლაპარაკების პროცესს განუსაზღვრა „წითელი ხაზები“ და მოითხოვა ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში „დაუყოვნებლივ“ მოიხსნას აშშ-ის და გაეროს მიერ დაწესებული სანქციები. ამასთან, ხამენეიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება გაეროს მიერ ირანის „სამხედრო ობიექტების“ შემოწმების პერსპექტივას.

XS
SM
MD
LG