Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება „ელექტრო ერევნის“ აქცია


სომხეთის დედაქალაქში გრძელდება ელექტროენერგიის გადასახადის გაძვირების და საპოლიციო ძალადობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქცია. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკანდახევას. პრეზიდენტის სასახლესთან ახლოს ასობით მოქალაქემ გაათენა ღამე. ქალაქის მთავარ გამზირზე გადაკეტილია სამანქანო მოძრაობა. ოთხშაბათს 9000-ზე მეტი დემონსტრანტი შეუერთდა აქციას, მიუხედავად პოლიციის მოწოდებებისა დაშლილიყვნენ. საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია გადაწყვეტილებამ 1 აგვისტოდან 16 პროცენტზე მეტით გაიზარდოს ელექტროენერგიის ფასი. სომხეთს უკვე მიაყენა დიდი დარტყმა რუსეთში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა. საპროტესტო აქციას ძლიერი მუხტი შეემატა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს, დილით, პოლიციამ წყლის ჭავლით დაიწყო დემონსტრანტების დაშლა, რასაც კონფრონტაცია მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

XS
SM
MD
LG