Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო კიევს დამატებით დაეხმარება


ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კიევს გამოეყოფა დამატებითი დახმარება, რომელიც მოიცავსგზებზე დამონტაჟებული ბომბების გაუვნებელყოფის საშუალებებს და გამოვიდა გაფრთხილებით უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლის ინტენსიფიკაციის საფრთხის შესახებ. 25 ივნისს ბრიუსელში, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას, სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ქმნის ახალ რწმუნების ფონდს, რომელიც უკრაინას დაეხმარება ნაღმების გაუვნებელყოფაში და იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობების პოვნასა და განადგურებაში. სტოლტენბერგის შეფასებით, ეს ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია ადამიანების გადასარჩენად კონფლიქტში, რომელსაც გასული წლის აპრილის შემდეგ 6,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი მუშაობს რეგიონში საჰაერო სივრცის დაცვის გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, პოლონეთი, ნორვეგია და თურქეთი აეროპორტის მოძრაობის უფრო მეტ მონაცემს გაუზიარებენ უკრაინას, რაც მნიშვნელოვანია, რადგან, სტოლტენბერგის თქმით,„ეს არის არასტაბილური ადგილი, სადაც ხმელეთზე ბრძოლა გრძელდება“. თებერვალში გაფორმებული საზავო შეთანხმება დიდწილად ძალაში იყო, მაგრამ უკრაინაში ბოლო კვირებში ბრძოლის ესკალაცია აღინიშნება. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი განაგრძობს პრო-მოსკოვურად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერას „წვრთნებით, იარაღით და სამხედროებით“. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG