Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ მტკვარში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს


საინფორმაციო საშუალებები საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ ცნობას, რომ მაშველებმა დღეს მტკვარში მამაკაცის გვამი იპოვეს. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, მან უწყებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაღუპული იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი და ჯერ არ არის ამოცნობილი. იუწყებიან, რომ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდის სამუშაოები ხორციელდებოდა. ამ ცნობის გავრცელებამდე 13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულად ითვლებოდა 19 ადამიანი, დაკარგულად - 3.

XS
SM
MD
LG