Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთის სამხედრო მოდერნიზებას


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამხედრო სფეროს მასშტაბური მოდერნიზაციის პროცესს და აცხადებს, რომ „თანამედროვე იარაღით შეიარაღებული, ძლიერი არმია წარმოადგენს რუსეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას.“ პუტინმა ამის შესახებ ისაუბრა 25 ივნისს კრემლში, სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე. პუტინმა ასევე განაცხადა, მოსკოვს არ აქვს აგრესიული მიზნები და აპირებს „ყველა უთანხმოება მხოლოდ პოლიტიკური გზით გადაჭრას, საერთაშორისო სამართლის და სხვა ერების ინტერესების პატივისცემითო.“ რუსეთის სამხედრო სტრუქტურების მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში, 22 ტრილიონი რუბლი - ანუ 400 მილიარდ დოლარზე მეტი - უნდა დაიხარჯოს, 2020 წლამდე. პუტინის განცხადებებს ერთი დღით უსწრებდა წინ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიზარდოს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობები. ამასთან, ალიანსმა სხვა ზომებიც დაამტკიცა, რომლებიც მიზნად ისახავს „საფრთხეებზე უფრო სწრაფ და უფრო ეფექტიან რეაგირებას.“ მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუარესებული, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში უკრაინისგან ყირიმის ანექსირება მოახდინა.

XS
SM
MD
LG