Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, შარშან საქართველოში, ადამიანის უფლებების მხრივ, ყველაზე მძიმე პრობლემებს მიეკუთვნებოდა ოჯახში ძალადობა, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა და მზარდი შეუწყნარებლობა უმცირესობების მიმართ. ეს შეფასება გამოთქმულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებების მხრივ მსოფლიოში 2014 წელს არსებულ ვითარებაზე. ანგარიში 25 ივნისს გამოქვეყნდა. მასში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოში სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებები, რომელთა შედეგადაც მიიჩნევენ „არასრულ გამოძიებებს, ეჭვმიტანილებისთვის ბრალის ნაადრევ წაყენებას და წინასწარი დაკავების არასათანადოდ გამოყენებას“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასახავს ასევე ინფორმაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებზე. იქ, ანგარიშის მიხედვით, დე ფაქტო ხელისუფლებები განაგრძობენ, პირველ რიგში, ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვას.

XS
SM
MD
LG