Accessibility links

სომხეთის მთავრობა არ აპირებს ელექტრომომარაგების გაძვირებაზე უარის თქმას


სომხეთის მთავრობა არ აპირებს ელექტრომომარაგების გაძვირებაზე უარის თქმას მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, რომლებიც მეორე კვირაა გრძელდება ერევანში. დემონსტრანტები აპროტესტებენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს აგვისტოდან ელექტრომომარაგების 16%-ზე მეტით გაძვირებას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა 25 ივნისს გამოაცხადა, რომ მთავრობა დასახულ გეგმას განახორციელებს სომხეთის „ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. მისივე თქმით, გაიზრდება სახელმწიფოს დახმარება 105 000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, მათთვის დენის გაძვირებასთან დაკავშირებული პრობლემის შესამსუბუქებლად. ამასთან, აბრაჰამიანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, დაცალონ ერევნის მთავარი ქუჩები. პრეზიდენტის სასახლის მახლობლად წუხელ ასობით ადამიანი დარჩა და გადაკეტა ტრანსპორტის მოძრაობა ერთ-ერთ ცენტრალურ, ბაგრამიანის გამზირზე. 24 ივნისს ერევნის ამ რაიონში 9000-ზე მეტი დემონსტრანტი იყო შეკრებილი და არ ემორჩილებოდა პოლიციის მოწოდებას დაშლისაკენ.

XS
SM
MD
LG