Accessibility links

logo-print

დღეს დაიხურება პარლამენტის საგაზაფხულო სესია


დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება, თუმცა დეპუტატები მუშაობას რიგგარეშე სხდომების ფორმატში განაგრძობენ.საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 22 ივნისის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტს 27 ივნისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავენ. მისივე თქმით, პარლამენტს ივლისის თვეში, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში მოუწევს მუშაობა.პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – 1 სექტემბერს გაიხსნება.

XS
SM
MD
LG