Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუპერთასის ბილეთები ცალ-ცალკე გაიყიდება საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის


უეფას სუპერთასის ბილეთები საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეკა ელოშვილმა უთხრა. მისი თქმით, უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24 000 ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის 6 000, რომლებიც ცალ-ცალკე გაიყიდება. როგორც ეკა ელოშვილმა განმარტა, სავარაუდოდ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ბილეთებს ისევ biletebi.ge გაყიდის, ხოლო უცხოელებისთვის განსაზღვრული ბილეთების გაყიდვაზე გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს.

XS
SM
MD
LG