Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი


აგვისტოში, საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გუშინ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა ალექსანდრ ვერშბოუსთან ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრა გამართა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აგვისტოში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. ალექსანდრ ვერშბოუმ აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება.

XS
SM
MD
LG