Accessibility links

logo-print

ერევანი: საპროტესტო აქციის მონაწილეები დათმობას არ აპირებენ


ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ და პროტესტს გააგრძელებენ, ვიდრე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება არ შეიცვლება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიუხედავად წუხელ მოსული ნალექისა, მომიტინგეები მთელი ღამის განმავლობაში არ დაშლილან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ აპირებენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიახლოებას და მათი პროტესტი, როგორც გასულ დღეებში, მშვიდობიანი იქნება. "ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტამდე მიგვიყვანს. ჩვენ არ გვინდა პოლიციასთან დაპირისპირება. ჩვენი აქცია მშვიდობიანია", - აცხადებენ ისინი. ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო.ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ, 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე ტარიფი 16%-ით გააძვირა. ახალი ტარიფი პირველი აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს.

XS
SM
MD
LG