Accessibility links

logo-print

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადაა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო სივრცის კონტროლში


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო სივრცის კონტროლთან დაკავშირებით. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება. გამოცემის ცნობით, ნატოს წევრი ქვეყნები - პოლონეთი, ნორვეგია და თურქეთი უკრაინელ დისპეტჩერებს მონაცემებს მიაწვდიან საჰაერო მიმოსვლის თაობაზე. "ეს დაეხმარება უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტერიტორიებისთვის, რომლებზეც ამ დრომდე მიმდინარეობს ბრძოლები.გარდა ამისა, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ დააარსონ უკრაინის დახმარების ფონდი, რომელიც განკუთვნილი იქნება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან ტერიტორიების გასანაღმად.

XS
SM
MD
LG