Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა პუტინსა და ობამას შორის


ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციისა და რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე სალაპარაკოდ. ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა მოლოდინს, რომ რუსეთმა დროულად შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც მან საკუთარ თავზე აიღო მინსკის შეთანხმების ფარგლებში. მათ შორისაა რუსეთის ძალების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG