Accessibility links

10 ივლისიდან დაიწყება „კაბელების საქმის“ არსებითი განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა, რომელიც „კაბელების საქმეს“ განიხილავს, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებლივი დევნის შეწყვეტის შესახებ. მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისიდან დაიწყება. საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს სახელმწიფო შესყიდვის გზით ბიუჯეტის კუთვნილი, ოთხ მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. გასულ კვირაში პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ზომა - პატიმრობა, გირაოთი შეეცვალა. თუმცა მოსამართლე დავით ჯუღელმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრთა თავდებობით ხუთივე ბრალდებული გირაოს გარეშე გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG