Accessibility links

საფრანგეთში გაზის ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა


სავარაუდოდ, ისლამისტების მიერ მოწყობილი თავდასხმისას საფრანგეთის ქალაქ ლიონთან, ერთი კაცს თავი მოკვეთეს. ცნობით, აშშ-ის ფირმა „ეარ პროდაქტის“ საკუთრებაში მყოფი თხევადი გაზის ქარხანაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი შევიდა ტერიტორიაზე და ააფეთქა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები. ერთი პირი დაჭრეს. ქარხანასთან იპოვნეს მოჭრილი თავი, რომელიც დაფარული იყო არაბული წარწერიანი ნაჭრით. იქვე ნახეს ორი დროშა ისლამისტური წარწერებით. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. იძიებენ, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა, თუ ჰყავდა თანამონაწილე.

XS
SM
MD
LG