Accessibility links

logo-print

ვატიკანმა ისტორიულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი პალესტინასთან


25 ივნისს ვატიკანმა ხელი მოაწერა ისტორიულ ხელშეკრულებას პალესტინასთან. დოკუმენტის გაფორმება მოხდა ორი წლის შემდეგ მას მერე, რაც ვატიკანმა პალესტინა აღიარა სახელმწიფოდ. ხელშეკრულება, რომელიც 15 წელი მზადდებოდა, გასულ თვეში იყო შეთანხმებული. ის ისრაელმა მკაცრად დაგმო, როგორც სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შემშლელი. პალესტინის ავტონომია ვატიკანს მიიჩნევს 136 ქვეყნიდან ერთ-ერთად, რომელმაც ის აღიარა. თუმცა ამ რაოდენობაზე დავაა. საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა კომუნისტური მმართველობის პერიოდში.

XS
SM
MD
LG