Accessibility links

logo-print

ევროკომისარი ხუთ დღეს აძლევს ათენს


ევროკომისარმა გიუნტერ იოტინგერმა განაცხადა, რომ ევროს ზონიდან საბერძნეთის გასვლა გარდაუვალი იქნება, თუ ათენმა და მისმა კრედიტორებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ხუთი დღის განმავლობაში. იოტინგერმა, რომელიც ეკონომიკის და სოციალურ საკითხთა კომისიას განაგებს, გერმანიის რადიოს უთხრა, ევროზონიდან საბერძნეთის გასვლა არ არის ჩვენი მიზანი, მაგრამ თუ ხუთ დღეში არ მოიძებნა გამოსავალი, მას თავიდან ვეღარ ავიცილებთო. გერმანის და საფრანგეთის ლიდერებმა გააფრთხილეს გერმანია, რომ ვალის შესახებ შეთანხმება 27 ივნისის შეხვედრაზე უნდა იქნეს მიღწეული, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეფოლტი და ევროზონიდან შესაძლებელი გასვლა.

XS
SM
MD
LG