Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი გაიმართება


პარასკევს ღამით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ათენში გამოვიდა ქვეყნისადმი მიმართვით, რომელშიც გამოაცხადა, რომ 5 ივლისს გაიმართება რეფერენდუმი. მასზე მოქალაქეების წინაშე დადგება შეკითხვა, უნდა დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი საერთაშორისო კრედიტორების პირობებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს წაყენებული შემდგომი ფინანსური დახმარების მისაღებად. თავად ციპრასმა კრედიტორების საბოლოო წინადადებას უწოდა „ულტიმატუმი“, რომელიც საბერძნეთისგან მოითხოვს ახალი მძიმე ზომების გატარებას - გადასახადების გაზრდას, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას, რაც, პრემიერის თქმით, „ეროვნული დამცირების ტოლფასია“. მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე ციპრასმა ბრიუსელში დაასრულა მოლაპარაკებები, რომელზეც საბერძნეთს ხუთი თვით დაფინანსების გახანგრძლივება შესთავაზეს რეფორმების გატარების სანაცვლოდ. ათენისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მოქმედ შეთანხმებას სამშაბათს ეწურება ვადა.

XS
SM
MD
LG