Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


ერევნის ცენტრში, ბაგრამიანის გამზირზე, დღეს დილით პოლიციამ დაშალა და კონფისკაცია გაუკეთა კარავს, რომელიც ენერგოტარიფების გაზრდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ეკუთვნოდა. როგორც იტყობინებიან, პარასკევს ღამით ერევანში გაიმართა უკანასკნელი დღეების განმავლობაში ყველაზე მასობრივი და ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საპროტესტო აქცია. ქალაქის ცენტრში ათი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ღამის თერთმეტი საათისთვის გაჩნდა აქციის მეორე პოლუსი - რამდენიმე ათეული ადამიანი მანქანის სავალ გზაზე გავიდა ძირითადი აქციიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებით. გაძლიერდა პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის შენაერთები, რომლებმაც პარლამენტისა და საპრეზიდენტო სასახლისკენ მიმავალი გზები გადაკეტეს. გუშინ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არ ატარებს ანტირუსულ ხასიათს. ერევანში საპროტესტო აქციები 19 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფები.

XS
SM
MD
LG