Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში 80-მდე მეჩეთი დაიხურება


ტუნისში დაახლოებით 80 მეჩეთი დაიხურება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰაბიბ ესიდმა მიიღო მას შემდეგ, რაც გუშინ ტუნისში ტერაქტს 39 ადამიანი შეეწირა. მისი თქმით, მეჩეთები, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება, ღვარძლს ავრცელებს და ისინი დაიხურება. 26 ივნისს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა საკურორტო ქალაქ სუსში მდებარე ორ სასტუმროში. დაღუპულებს შორის არიან ტუნისელები, ბრიტანელები, გერმანელები, ბელგიელები, ფრანგები და ირლანდიის ერთი მოქალაქე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. თავად თავდამსხმელი პოლიციამ მოგვიანებით მოკლა. სამართალდამცველების ცნობით, იგი იყო სტუდენტი, რომელიც მანამდე არ ყოფილა რადიკალიზმში ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG