Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე მეზიერი: საფრანგეთის მსგავსი ტერაქტი შესაძლოა გერმანიაშიც მოხდეს


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თომას დე მეზიერის თანახმად, საფრანგეთის მსგავსი ტერაქტი შესაძლოა გერმანიაშიც მოხდეს.
როგორც რეიტერი იტყობინება, დე მეზიერის თქმით, მიუხედავად ყოველგვარი ძალისხმევისა, მას არ შეუძლია მოსახლეობისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ ქვეყანაში მსგავსი არაფერი მოხდება". მინისტრის ინფორმაციით, არასდროს ყოფილა გერმანიაში ისე მაღალი იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან შეიძლება ჰქონდეთ კავშირი. დე მეზიერის თქმით, გერმანიიდან 700-ზე მეტი ადამიანი წავიდა და დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა.
გუშინ საფრანგეთის იზერის დეპარტამენტში, ერთ-ერთ გაზსატუმბ საწარმოში მამაკაცმა ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

XS
SM
MD
LG