Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთების რაზმებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნეს კობანიდან


ქურთების რაზმებმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები განდევნეს ქალაქ კობანიდან მას მერე, რაც ისინი კვლავ შევიდნენ ქალაქში 25 ივნისს. ბრიტანეთის ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებების სირიული სადამკვირვებლოს“ თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშს 174 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათგან 148 - თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ კობანიში. დაიღუპა, სულ მცირე, 16 ქურთი მებრძოლი და 54 ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG