Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჟ სარქისიანი: მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს ელექტროენერგიის გაზრდილი ფასების ტვირთს


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილი გაზრდისთვის თავის გასართმევად. ტარიფების გაზრდამ ერევნის ცენტრში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. სარქისიანმა თქვა, რომ მთავრობა აიღებს საკუთარ თავზე გაზრდილი ფასების ტვირთს, სანამ დამოუკიდებელი აუდიტი დაადგენს, გამართლებულია თუ არა რუსეთის ხელში მყოფი ელექტროკომპანიის მიერ ელექტროენერგიის ფასების გაზრდა.

XS
SM
MD
LG