Accessibility links

ევროპის ცენტრალური ბანკი იმსჯელებს, განაგრძოს თუ არა საბერძნეთის ბანკებისთვის საგანგებო კრედიტების გაცემა


როგორც მოსალოდნელია, კვირას ევროპის ცენტრალური ბანკი შეხვედრას გამართავს იმის გადასაწყვეტად, განაგრძოს თუ არა საბერძნეთის ბანკებისთვის საგანგებო კრედიტების გაცემა. ევროპის ცენტრალური ბანკი ყოველდღე აძლევდა საგანგებო სესხებს საბერძნეთის ცენტრალურ ბანკს, რომელიც შემდეგ თანხებს მსხვილ კერძო მომსახურების ბანკებს უნაწილებდა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბერძნებმა მილიარდობით ევრო გაიტანეს ბანკებიდან. 27 ივნისს საბანკო ავტომატებთან გრძელი რიგები იდგა. ხალხი შიშობს, რომ ბანკები აღარ გაიხსნება 29 ივნისს. 27 ივნისს ევროზონის ქვეყნებმა უარი განაცხადეს დააფინანსონ საბერძნეთი და თავიდან აარიდონ მას დეფოლტი და ევროზონის დატოვება. საბერძნეთს 30 ივნისამდე აქვს ვადა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ვალის დასაფარად. საბერძნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 5 ივლისს რეფერენდუმი ჩაატაროს, რათა ამომრჩევლებმა გადაწვიტონ, მიიღონ თუ არა პირობები, რომლებიც მევალეებმა წაუყენეს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG