Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ტარდება


მოლდავეთში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მეორე ტური ტარდება. მიმომხილველთა აზრით, ეს არჩევნები იმის გამოცდა იქნება, თუ რამდენად არის ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის ერთგული. პირველ ტურში, რომელიც 14 ივნისს გაიმართა, პროევროპულმა პარტიებმა გამარჯვება მოიპოვეს 348 ქალაქსა და სოფელში, მაშინ როცა პრორუსულმა პარტიებმა - მხოლოდ 56-ში, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი - 34-ში. კენჭისყრა ტარდება 458 დასახლებულ პუნქტში, სადაც არჩევნების პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების 50 პროცენტზე მეტის მოგროვება. მეორე ტურში ის კანდიდატები გაიმარჯვებენ, რომლებიც ხმების უბრალო უმრავლესობას მოაგროვებენ.

XS
SM
MD
LG