Accessibility links

logo-print

დადგინდა თვითმკვლელის ვინაობა, რომელმაც პარასკევს თავი აიფეთქა ქუვეითის შიიტურ მეჩეთში


ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა თვითმკვლელის ვინაობა, რომელმაც პარასკევს თავი აიფეთქა დედაქალაქის შიიტურ მეჩეთში. როგორც იტყობინებიან, ეს არის საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელიც 26 ივნისს, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩავიდა ქუვეითის აეროპორტში. პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის, რომლის შედეგადაც ელ-ქუვეითის მეჩეთში 27 ადამიანი დაიღუპა და 220-ზე მეტი დაიჭრა, ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. მანამდე ქუვეითის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ დაკავებულია მფლობელი და მძღოლი ავტომანქანისა, რომლითაც თვითმკვლელი აფეთქების ადგილზე იქნა მიყვანილი, ასევე ბინის მფლობელი, რომელშიც ის იყო გაჩერებული.

XS
SM
MD
LG