Accessibility links

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, განაგრძოს საბერძნეთის ბანკებისთვის საგანგებო კრედიტების გაცემა


კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, განაგრძოს საბერძნეთის ბანკებისთვის საგანგებო კრედიტების გაცემა. ევროპის ცენტრალური ბანკი ყოველდღე აძლევდა საგანგებო სესხებს საბერძნეთის ცენტრალურ ბანკს, რომელიც შემდეგ თანხებს მსხვილ კერძო მომსახურების ბანკებს უნაწილებდა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბერძნებმა მილიარდობით ევრო გაიტანეს ბანკებიდან. გასულ კვირაში საბანკო ავტომატებთან გრძელი რიგები იდგა. ხალხი შიშობდა, რომ ბანკები აღარ გაიხსნება 29 ივნისს. 27 ივნისს ევროზონის ქვეყნებმა უარი განაცხადეს, დააფინანსონ საბერძნეთი და თავიდან აარიდონ მას დეფოლტი და ევროზონის დატოვება. საბერძნეთს 30 ივნისამდე აქვს ვადა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,6 მილიარდი ევროს ვალის დასაფარად. საბერძნეთის ხელისუფლებამ 5 ივლისისთვის დანიშნა რეფერენდუმი, რათა ამომრჩევლებმა გადაწვიტონ, მიიღონ თუ არა პირობები, რომლებიც მევალეებმა წაუყენეს ფინანსური დახმარების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG