Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები ვერ დასრულდება დათქმულ ვადამდე


ვენაში ირანისა და მსოფლიოს ექვსი სახელმწიფოს დელეგაციებს შორის მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების უკანასკნელი ფაზა. აქამდე მიღწეული შეთანხმებების თანახმად, მხარეებს 30 ივნისამდე უნდა მოემზადებინათ ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საერთაშორისო სანქციების შესუსტების სანაცვლოდ. აშშ-ის დელეგაციის ცნობით, მოლაპარაკებები ვერ დასრულდება დათქმულ ვადებში და რამდენიმე დღით გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG