Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია აცხადებს, რომ ერევნის ცენტრში აღადგენს საზოგადოებრივ წესრიგს


ერევნის ცენტრში მუზარადებითა და ფარებით აღჭურვილი მრავალი პოლიციელი გამწკრივდა ბაგრამიანის გამზირზე. მრავალდღიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ ქალაქში შუაღამისთვის აღადგენენ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლებს აქვთ სპეცტექნიკა, ბრანდსპოიტები. მათსა და დემონსტრანტებს შორის ცოცხალი ფარის სახით დგანან დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, შოუბიზნესის წარმომადგენლები. როგორც ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა განაცხადა, თუკი საპროტესტო აქციის მონაწილეები არ დატოვებენ ბაგრამიანის გამზირს, პოლიცია მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, დამრღვევნი კი დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG