Accessibility links

ალექსის ციპრასმა საბერძნეთის ბანკები 6 დღით დახურა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 28 ივნისს განაცხადა, რომ ქვეყნის ბანკები 6 სამუშაო დღით იკეტება და დაწესდება კაპიტალზე კონტროლი იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ საბანკო სისტემიდან ფულის გატანას. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საბერძნეთის ფინანსური სტაბილურობის საბჭოზე. საბჭო შეიკრიბა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კრედოტირებმა უარი თქვეს საბერძნეთისთვის სესხის დაბრუნების თარიღის 30 ივნისის შემდეგ გაგრძელებაზე. 30 ივნისს იწურება ვადა, როცა საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) უნდა დაუბრუნოს მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება საბერძნეთის დეფოლტისა და მის მიერ ევროზონის დატოვების ალბათობა. ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ სთხოვს კრედიტორებს სესხის დაბრუნების გადავადებას. 28 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ის აკვირდება კრიზისს და მზად არის დაეხმაროს საბერძნეთს.

XS
SM
MD
LG