Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ბანკომატიდან დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეიძლება


საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, ბანკების 6 დღით დახურვის გარდა, ქვეყანაში კაპიტალზე კონტროლია დაწესებული. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მომხმარებლებს დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეეძლებათ ბანკომატებიდან. ევროპის ლიდერები ევროს ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტის მოწმეები არიან. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დაურეკა და ისინი შეთანხმდნენ გადადგან ყველა ნაბიჯი კრიზისის მოგვარებისთვის. ვითარების მკვეთრად გაუარესების მიზეზი იყო საბერძნეთის მთავრობის პარასკევის გადაწყვეტილება სესხზე მოლაპარაკებებიდან თავისი წარმომადგენლების გამოწვევის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა გააკრიტიკა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადების პროექტი და განაცხადა, რომ მათ პირობებს 5 ივლისის რეფერენდუმზე საბერძნეთის მოქალაქეები შეაფასებენ. ამის შემდეგ, ევროპის ლიდერები ცდილობენ მთელი ძალისხმევა მიმართონ ზიანის შემცირებისკენ. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კვირას განაცხადა, რომ საბერძნეთის ბანკებს არ შესთავაზებს ახალ საგანგებო დახმარებას.

XS
SM
MD
LG