Accessibility links

დავით კერესელიძემ შემაშფოთებელი უწოდა საბერძნეთში მოსალოდნელ დეფოლტს


საბერძნეთში მოსალოდნელ დეფოლტს შემაშფოთებელი უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას საბერძნეთში სამუშაოდ მყოფი ქართველების მდგომარეობის შესახებ, დავით კერესელიძემ უპასუხა, რომ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება მთლიანად საბერძნეთის მოსახლეობაზე და არა მხოლოდ იქ მყოფ ქართველებზე. „ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში საქართველოს შეუძლია, ბერძენი ხალხისა და საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიმართ კეთილი სურვილების გამოხატვაა“, - განაცხადა დავით კერესელიძემ. მისივე თქმით, ღრმა ეკონომიკური კრიზისის გამო რთული არჩევანის წინაშეა როგორც თავად საბერძნეთი, ისე მთლიანად ევროკავშირი.

XS
SM
MD
LG